უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 360-ზე მეტი დაშავდა. უწყებაში ამბობენ, რომ რიცხვები საბოლოო არაა.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკისა და კიევის ოლქებში. გარდა ამისა, დაბომბვებისა და სროლების შედეგად დაზიანებულია 1018 სასწავლო დაწესებულება, მათგან 95 სრულად განადგურებულია.