რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-მა კი სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი დაზარალებულია დონეცკის, კიევისა და ხარკოვის რეგიონებში.
პროკურატურის ცნობითვე, მონაცემები საბოლოო არაა და ჯერ კიდედვ ზუსტდება.
