უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 232 ბავშვი დაიღუპა, 431 კი დაშავდა.
ყველაზე მეტი - 145 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 116.
"ხარკოვში - 102, ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 49, ნიკოლაევში - 45, ლუგანსკში - 48, ზაპოროჟიეში - 28, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და კიევში - 16", - აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.
რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 837 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 172 კი მთლიანად განადგურდა.