logo
ENG



უკრაინის რადაში გეგმავენ, ომბუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი ერთხმად დაუჭირონ

31 მაი 202216:18
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის რადაში გეგმავენ, ომბუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი ერთხმად დაუჭირონ

უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახური" გეგმავს, დღეს, 31 მაისის რადას სხდომაზე ერთხმად დაუჭიროს მხარი ომბუდსმენისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. 

პარლამენტის წევრი, რადაში რეგლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფლოროვი ამბობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ "დენისოვამ არ იმუშავა ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობაზე, არ უზრუნველყო პატიმრების გაცვლის და დაცვის საკითხებზე, არ იმუშავა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანებისა და ბავშვების დეპორტაციის წინააღმდეგ". 

გარდა ამისა, პაველ ფლოროვის თქმით, ლუდმილა დენისოვამ არ წარმოადგინა მტკიცებულებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექსუალური დანაშაულების, ბავშვების გაუპატიურებების მრავალ საქმეზე, რითაც ზიანი მიაყენა უკრაინას. 

ასევე, როგორც რადის დეპუტატი ამბობს, რომ ლუდმილა დენისოვა 24 თებერვლიდან დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, თუმცა არა რუსეთში ან ბელორუსიაში, სადაც მისი სტატუსი და უფლებამოსილება შესაძლოა დახმარებოდა პატიმრებს, დეპორტირებულებს და ოკუპაციის მსხვერპლებს, არამედ ცხოვრობდა ევროპაში - ვენაში, ვარშავასა და "სხვა თბილ, მშვიდ დასავლეთ ევროპაში". 


close დახურვა