უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, უკრაინა ელის, რომ ომის შესაჩერებლად პეკინი მოსკოვზე გავლენას გამოიყენებს.
"უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის ლიდერის ვიზიტს რუსეთში. ჩვენ ველით, რომ პეკინი მოსკოვზე საკუთარ გავლენას გამოიყენებს, რათა აიძულოს ის [პუტინი], შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენ მზად ვართ, უფრო მჭიდრო დიალოგისთვის ჩინეთთან, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მიზნით", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
ჩინეთის ლიდერი რუსეთში დღეს ჩავიდა. სი ძინპინი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, მოსკოვში ვიზიტისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.