logo
ENG



უკრაინის საგარეომ რომის პაპის წარმომადგენელი დაიბარა

11 მარ 202423:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/11/e6z77hyhfgi2p7i.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომის პაპის წარმომადგენელი (სამოციქულო დესპანი) ვისვალდას კულბოკასი დაიბარა. მიზეზი რომის პაპის მიერ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა.

შეხვედრაზე წარმომადგენელს უთხრეს, რომ უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან რომის პაპის სიტყვებით, განსაკუთრებით კი "თეთრი დროშასთან" დაკავშირებით.

გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნეს, რომ ასეთი მოწოდებები ხელს უწყობს საერთაშორისო სამართლის ნორმების შემდგომ უგულებელყოფას.

10 მარტს რომის პაპმა თქვა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს.  მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.


close დახურვა