logo
ENG



უკრაინის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, ქედს ვიხრით მათ წინაშე

04 აგვ 202316:30
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საელძო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"უკრაინის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოძმე ქართველი ხალხის მიმართ შოვში, მეწყრის შედეგად ადამიანების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მწუხარებით ქედს ვიხრით მათ წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. 

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. 


close დახურვა