logo
ENG



უკრაინის საელჩო: საკმარისი რაოდენობის იარაღით უკრაინა გაიმარჯვებს, ვიცით, რისთვის ვიბრძვით

24 თებ 202413:49
3 წუთის საკითხავი
clock 450
2024/02/24/03lvcx0p4kn99rk.jpg

უკრაინის საელჩო საქართველოში უკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს თქმით, საკმარისი რაოდენობის იარაღით უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს, რადგან უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან.

"2022 წლის ამ დღეს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყოომი მიმდინარეობს. სახლები ინგრევა. ოჯახები ინგრევა. ჩვენ საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ და მუდმივ საფრთხეში ვცხოვრობთ. ამის მიუხედავად, უკრაინელები აგრძელებენ მსოფლიოს გაოცებას სიმამაცითა და გამძლეობით. ჩვენ ვიბრძვით მანამ, სანამ ბოროტებას არ ვაჯობებთ.

საკმარისი რაოდენობის იარაღით უკრაინა გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, რადგან ვიცით, რისთვის ვიბრძვით. რადგან რუსეთი გაჩერების ნიშნებს არ აჩვენებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შესაძლებელი და შეუძლებელი, რომ ეს სამყარო უკეთესი გავხადოთ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. მოვუწოდებთ აქტიურად მხარი დაუჭიროთ უკრაინას იარაღით, შემოწირულობებით, ადვოკატირებით. ყოველი ძალისხმევა მნიშვნელოვანია და გვაახლოვებს უსაფრთხო მომავალთან. დაუდექით უკრაინას გვერდით!", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა