logo
ENG



უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელგოროდში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა

01 აპრ 202209:17
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საზღვართან ახლოს, რუსულ ქალაქ ბელგოროდში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ისმის აფეთქებების ხმაც.

ვრცელდება ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, რომ ხანძრის გაჩენამდე ნავთობბაზას რამდენიმე რაკეტა ეჯახება, თუმცა ვიდეოს ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელია.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკო ამტკიცებს, რომ ნავთობბაზაზე იერიში უკრაინულმა ვერტმფრენებმა მიიტანეს. ოფიციალურ კიევს ბრალდებებისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.

ბელგოროდი დაახლოებით 30 კილომეტრშია უკრაინის საზღვრიდან, ხოლო 60 კილომეტრითაა დაშორებული ხარკოვიდან, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ რუსები გამუდმებით ბომბავენ.


close დახურვა