15 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა, რუსულ სამხედრო ბაზას შეუტია, რომელიც სირიაში მდებარეობს.
Kyiv Post-ის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში ჩატარდა.
ამ ტერიტორიაზე რუსეთმა დრონები გამოსცადა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვას ამ ოპერაციის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რაიმე ცნობა არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია.