logo
ENG



უკრაინის სამხედრო ფლოტმა NATO-ს ძალების მართვის უფლება მიიღო

24 ივლ 202613:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/24/85uean7thppdzsu.jpeg

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული საერთაშორისო წვრთნების, Sea Breeze 2026-ის პირობებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ქვედანაყოფი ოფიციალურად ჩაერთო NATO-ს მართვისა და კონტროლის სისტემაში, რომელიც ზღვაზე ნაღმების საფრთხის აღმოფხვრაზეა ფოკუსირებული.

Sea Breeze 2026, უკრაინისა და აშშ-ის მეთაურობით, მიზნად ისახავს უკრაინული და საერთაშორისო ძალების მომზადებას შავ და აზოვის ზღვებში ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციების ჩასატარებლად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა წარმატებით გაიარა NATO-ს სტანდარტების შესაბამისი შეფასება და უკრაინამ ალიანსის ძალების მეთაურობის შესაძლებლობა მოიპოვა.

„თანამედროვე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ისტორიაში პირველად, ქვედანაყოფი ოფიციალურად ინტეგრირდა NATO-ს მართვისა და კონტროლის სისტემაში ზღვაზე ნაღმების საფრთხის აღმოსაფხვრელად. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან უკრაინას აქვს ალიანსის მიერ დადასტურებული შესაძლებლობა უხელმძღვანელოს და გააკონტროლოს მრავალეროვნული ძალები, ითანამშრომლოს NATO-ს მუდმივმოქმედ ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფთან და შეასრულოს ნაღმსაწინააღმდეგო მისიების სრული სპექტრი ზღვაზე“, - აღნიშნეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა.


close დახურვა