ღამით რუსეთი დონეცკის ოლქს თავს დაესხა. შაჰიდის ტიპის 70 დრონიდან, 61 უკრაინის სამხედრო ძალებმა გაანადგურა.
საჰაერო თავდასხმა უკრაინის საჰაერო ძალებმა, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, სახანძრო ჯგუფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოიგერიეს.
ასევე, უკრაინის სამხედრო ძალების ცნობით, ერთი X-59 საჰაერო რაკეტაც ჩამოაგდეს, რომელიც რუსეთმა ზაპოროჟიეს სივრიციდან გაუშვა.
რუსეთმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკი, კურსკი, იეისკის მიმართულებით გაუშვა.
საზენიტო თავდაცვა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცის, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ხმელნიცკის, მიკოლაივის, ოდესისა და ხერსონის რეგიონებში.