უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ლიმანის მიმართულებით მალე დადგება კონტრშეტევის დრო.
"ლიმანის მიმართულება. ჩვენი ქვედანაყოფები მტკიცედ აგრძელებენ თავიანთი პოზიციების დაკავებას, მტრის ყველა მცდელობას იგერიებენ. წინ მიდიან ბელოგოროვკას, სპირნოეს, ნოვოსელივსკეს და ტორსკოეს მიმართულებით. მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის და ამასთან, სამხედრო აღჭურვილობას კარგავს.
მალე მოვა დრო, როდესაც ჩვენ გადავალთ აქტიურ შეტევით მოქმედებებზე. მე გამოვყავი კონკრეტული მაგალითები მათთვის [უკრაინელი ჯარისკაცების] მოსამზადებლად", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
მანამდე, სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის ფლანგებზე წარმატებას აღწევენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, მტრის ძირითად მიმართულებებად რჩება ლიმანი, კუპიანსკი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. საომარი მოქმედებების ეპიცენტრი კი კვლავ ბახმუტი და მარინკაა.