logo
ENG



უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური: ბახმუტში დაძაბული ვითარებაა, მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს

24 აპრ 202313:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/24/qcgunf3o00ga4lp.jpg

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტში დაძაბული ვითარებაა და იქ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს.

სირსკის თქმით, წარუმატებლობის მიუხედავად, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს და ამისთვის ყველა არსებულ საშუალებას და ძალას იყენებს.

"ბახმუტის რამდენიმე დასახლებაში მოწინააღმდეგის შეტევითი ოპერაციები ჩაიშალა... ჩვენი მებრძოლები ბახმუტში ახორციელებენ არა მხოლოდ თავდაცვით მოქმედებებს, არამედ აქტიურ კონტრშეტევას", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

უკრაინის ცნობით, რუსული ძალები თვეზე მეტია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ. ამასთან, რუსულ არმიას დიდი დანაკარგები აქვს. უკრაინული მხარე იტყობინება, რომ ქალაქში მტერს გარკვეული წარმატება ჰქონდა.


close დახურვა