უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა ლიმანის მიმართულებით მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს.
"წინსვლისთვის მტერი იყენებს მაქსიმალურ ძალისხმევას და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, ვაგნერის ახალი თავდასხმის ჯგუფები, მებრძოლები და მედესანტეები გამუდმებით ჩქარობენ ბრძოლაში. მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქზე კონტროლის დამყარებას. სიტუაცია საკმაოდ რთულია", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
სირსკის თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების დაცვის გარღვევა.
უკრაინის ცნობით, ლიმანის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მტრის არაერთი თავდასხმა მოიგერიეს. თუმცა, მტერმა ვერ შეძლო უკრაინული პოზიციების დაკავება. რუსებმა ზარალი განიცადეს, 10 ოკუპანტი კი ტყვედ აიყვანეს.