უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, მტერი აგრძელებს ბახმუტზე შეტევას, ვითარება კი მძიმეა.
"ბახმუტისთვის ბრძოლების ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება. ვითარება სტაბილურად მძიმეა. მტერი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს ადამიანურ რესურსში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში, მაგრამ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აგრძელებს. ჩვენი დამცველები მძიმე პირობებში გმირულად აკავებენ მტრის შემოჭრას და მათ გეგმების განხორციელების შანსს არ უტოვებენ", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
სირსკის თქმით, 25 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსები ფრონტზე შტურმს აგრძელებენ. ამავდროულად, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის შეტევა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე პრაქტიკულად შეჩერდა.
26 მარტს, უკრაინის ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი რუსი ოკუპანტების მიერ თავდასხმების ინტენსივობის შემცირებაზე.