logo
ENG



უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური: ოკუპანტები ბახმუტში ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ

10 აპრ 202314:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/10/wc6qjaa3c0dj25a.jpg

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ბახმუტში ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ.

"რუსები ბახმუტის განადგურებას აგრძელებენ, ქალაქის აღებას ცდილობენ. ოკუპანტები ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ. ის ანადგურებს შენობებს და პოზიციებს საჰაერო დარტყმებითა და სარტილერიო ცეცხლით. უკრაინელი სამხედროების ძლიერი თავდაცვის გამო, რუსები იძულებული გახდნენ, შეეცვალათ შემტევი ჯგუფის შემადგენლობა.

მტერი ახლა იძულებულია, ჩართოს სპეცრაზმი და საჰაერო თავდასხმის ნაწილები ბახმუტისთვის ბრძოლებში. ბრძოლა ორივე მხრიდან მძიმეა. ბახმუტის დაცვა გრძელდება. სიტუაცია რთულია, მაგრამ მართვადი", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსული ძალები დონეცკის ოლქის სამი ქალაქის მიმართულებით შეტევებს აძლიერებენ. მათ შორისაა ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა. ამასთან, დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსები ბრძოლის დროს მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავენ, თუმცა მინიმალურ შედეგებს აღწევენ.


close დახურვა