logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გერასიმოვის დანიშვნას, უკრაინაში ოკუპანტების გეგმები არ შეუცვლია

14 იან 202313:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/14/zv8lmz4e511a289.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დანიშვნას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად, უკრაინაში ოკუპანტების გეგმები არ შეუცვლია.

"მათი სტრატეგიული გეგმის შესრულება, ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურების გეგმა და მსგავსი რამ, არ არის დამოკიდებული ერთ ადამიანზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვინ არის - სუროვიკინი, გერასიმოვი, თუ ვინმე სხვა. იქ ამ გადაწყვეტილებებს არც ერთი ადამიანი არ იღებს, ეს მხოლოდ იმაზეა, თუ ვინ ვის "აჯობებს" და სად", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმის განზრახვები სავსებით გასაგებია - ეს არის უკრაინის ხელში ჩაგდება. მისი თქმით, მტრის გენერალური გეგმა ახლა ასახავს იმას, რაც აღმოსავლეთში ხდება.

"აშკარაა, რომ მათ არ მიუტოვებიათ თავიანთი გეგმები. ამას მოწმობს მათი პოლიტიკოსების და მედიის განცხადებები. მათი გეგმა "უკრაინის სამყაროსგან გათიშვის" შესახებ კიდევ გრძელდება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჰყავთ და რას უხელმძღვანელებენ", - განაცხადა იგნატმა.

11 იანვარს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის გაერთიანებული ჯარების ახალი მეთაური დანიშნა. საოკუპაციო ძალების მეთაური რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი გახდა. მანამდე, რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის ადგილს სერგეი სუროვიკინი იკავებდა.  


close დახურვა