logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია, ყველა მათგანი ჩამოვაგდეთ

22 ივლ 202314:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/22/0mzl8gi0flcmqrn.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გუშინ რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია, თუმცა უკრაინელებმა ყველა მათგანის ჩამოგდება შეძლეს.

"გუშინ ღამით, რუსმა ოკუპანტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უკრაინას ხუთი Shahed 131/136 უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ჩვენმა საჰაერო ძალებმა ხუთივე კამიკაძე დრონი გაანადგურეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული არმიის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 9 სადაზვერვო თვითმფრინავი გაანადგურა.

უკრაინის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ 25-ზე მეტი ჯგუფური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.


close დახურვა