logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსების 25 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ

14 მაი 202311:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/14/7my09c46qjzyflh.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსების 25 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

"მთლიანობაში 25 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, მაგრამ ეს არის სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, 19 თავდასხმის ტიპის, როგორც ჩვენ კამიკაძეს ვუწოდებთ", - თქვა იგნატმა.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი ამბობს, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, უკრაინის ავიაციამ რუსული ძალების წინააღმდეგ 20-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა.

აპრილის ბოლოს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერდა, რომ რუსეთი ბოლო შეტევების დროს ირანული დრონების ახალ პარტიას იყენებდა - კერძოდ, ოკუპანტები თავდასხმას ირანული Shahed-136/131 უპილოტო თვითმფრინავებით ახორციელებდა.


close დახურვა