უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსულმა ჯარებმა უკრაინის მასშტაბით 10 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, აქედან 9 ჩამოვაგდეთ.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა უპილოტო საფრენი აპარატები დნეპრის, ნიკოპოლის, პავლოგრადის რეგიონებში ჩამოაგდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.