logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 10 ჩამოვაგდეთ

05 დეკ 202310:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/05/kqcemif1zh1n76q.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 10 ჩამოაგდეს.

"დაფიქსირდა Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატი და 6 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300. საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკრაინის სხვადასხვა რეგიონში 10 დრონი განადგურდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა რაკეტები დონეცკისა და ხერსონის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით გაუშვეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა