უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 14 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით მტერმა დონეცკისა და ხერსონის რეგიონებს Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. აქედან 14 მათგანის ჩამოგდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა შეძლეს.
რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.