logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 38 დრონიდან 26 ჩამოვაგდეთ

26 სექ 202311:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/26/7plq9gmpypqk44x.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 38 დრონიდან 26 ჩამოაგდეს.

"26 სექტემბრის ღამეს რუსი ოკუპანტები უკრაინას Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დაფიქსირდა 38 Shahed 136-131 ტიპის დრონის გაშვება. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 26 მათგანის ჩამოგდება მოახერხა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა კვლავ შეუტიეს ოდესის რეგიონში პორტსა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურას. თავდასხმის შედეგად დაიწვა სატვირთო მანქანები, ორი მძღოლი კი დაშავდა.

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის ინფორმაციით, გუშინ ღამით უკრაინის სამხრეთით რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის დროს უკრაინელებმა 22 დრონი გაანადგურეს. 10 ოდესაში, 3 ხერსონში, 6 ნიკოლაივში და 3 კიროვოგრადში.


close დახურვა