logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 41 რაკეტიდან 21 ჩამოვაგდეთ

23 იან 202414:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/23/hhcvylwt64rg9e2.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 41 რაკეტიდან 21 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას საკრუიზო, ბალისტიკური, საავაიაციო და საზენიტო მართვადი რაკეტებით შეუტია.

საერთო ჯამში, უკრაინის ტერიტორიაზე 41 რაკეტა დაფიქსირდა. საჰაერო ძალებმა 15 საკრუიზო, 5 ბალისტიკური და 1 მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა