logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 75 დრონიდან 71 გავანადგურეთ

25 ნოე 202313:39
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 75 დრონიდან 71 გაანადგურეს.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქ კურსკის რეგიონიდან კიევის მიმართულებით იყო გაშვებული.

უკრაინის მინიმუმ ექვს რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მათ შორის კიევში, სუმში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, ნიკოლაევსა და კიროვოგრადში.

"უკრაინის საჰაერო ძალების დამსახურებით, Shahed-131/136-ის ტიპის 71 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. ამასთან, დნეპროპეტროვსკის რეგიონში უკრაინელებმა X-59 მართვადი რაკეტების ჩამოგდება შეძლეს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა