logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ

29 იან 202411:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/29/cmxghmr2nyn1prd.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით 8 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა.

უპილოტო საფრენი აპარატები ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის რეგიონებში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა