logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: დღეს სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ

17 თებ 202415:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/17/tugc8fyu5s0x05t.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, დღეს უკრაინელმა დამცველებმა სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, ნიკოლაი ოლეშუკმა განაცხადა.

"დღეს დილით, აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილებმა ერთდროულად მტრის სამი თვითმფრინავი გაანადგურეს, მათ შორის ორი Су-34 და ერთი Су-35. ვერაფერი შეგვაჩერებს! მადლობა, მეომრებო!", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა