უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი, A-50 ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს.
"A-50-მა სახელად, ზედმეტი სახელით "ბაიანი" საკმარისად იფრინა! ვულოცავ ოკუპანტებს სამშობლოს დამცველის დღეს! სახლში უნდა იზეიმოთ! მადლობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და ყველას, ვინც შედეგი უზრუნველყო! მუშაობას ვაგრძელებთ! ერთად გამარჯვებამდე!", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, 17 თებერვალს, უკრაინის საჰაერო ძალებმა სამი რუსული თვითმფრინავი, ორი Су-34 და ერთი Су-35 ჩამოაგდეს.