logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: ოკუპანტებმა კრივი რიჰს სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს

31 ივლ 202313:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/31/ir6mrosgji55j6w.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.

"სავარაუდოდ, ეს ბალისტიკური რაკეტები იყო. როდესაც ექსპერტები ადგილზე იპოვიან ამ რაკეტების ფრაგმენტებსა და ნარჩენებს, შემდეგ უკვე საბოლოოდ გახდება შესაძლებელი ამის თქმა.

კრივი რიჰს ორი რაკეტა მოხვდა. უკრაინის წინააღმდეგ ახალი დარტყმების საფრთხე რჩება", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი.  

დღეს დილით, რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. უკრაინის ცნობით, ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, მეორე კი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, შედეგად ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.


close დახურვა