logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა მასიურ სარაკეტო დარტყმებს შორის ინტერვალი შეამცირა

13 თებ 202315:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/13/ry7e4170kcxqq8a.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსეთმა მასიურ სარაკეტო დარტყმებს შორის ინტერვალი შეამცირა.

"ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ახლა მათ სრული სისწრაფით აწარმოებს. წინა წლების განმავლობაში დაგროვილი საკრუიზო რაკეტების მარაგი იწურება", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

31 იანვარს, იგნატმა განაცხადა, რომ თავის დასაცავად, უკრაინას სჭირდება მოძველებული საბჭოთა თვითმფრინავების შეცვლა ერთი ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლით, რომელიც შესაძლოა იყოს F-16 საბრძოლო თვითმფრინავი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საჭიროა 200-მდე F-16. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა