logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: რუსული რაკეტების პირველი ტალღა უკვე გაშვებულია

05 დეკ 202217:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/gj4fp5ep9kdyy2m.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსული რაკეტების პირველი ტალღა უკვე გაშვებულია.

"რუსული რაკეტების პირველი ტალღა უკვე გაშვებულია, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე იყოს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ რამდენიმე ტალღა უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტების დასაშლელად და უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედებების დასაბნევად", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

დღეს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის რამდენიმე რეგიონში, ზაპოროჟიეში, ვინიცაში, ჩერკასში და მათ შორის კიევში აფეთქებების ხმა ისმის.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა