უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.
"თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების გარეშე შეუძლებელი იქნება წარმატების მიღწევა როგორც შეტევაში, ისე თავდაცვით ოპერაციებში.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ თვითმფრინავებს დაველოდებით. თვითმფრინავების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის დაცვა როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას არ შეუძლია გადადოს თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია, სანამ პარტნიორები არ უზრუნველყოფენ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას. მისი თქმით, კონტრშეტევა უფრო ადრე უნდა დაიწყოს.