logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი სჭირდება

26 ნოე 202215:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/26/doseq2ve23etvd9.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინას ცის დასაცავად ჯერ კიდევ ბევრი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი სჭირდება.

"ცის დასაცავად უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი სჭირდება, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი გათავისუფლებისთვის საჭიროა თვითმფრინავები, იარაღის ფართო სპექტრით, როგორიცაა F-15 და F-16.

NASAMS და IRIS-T, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, სამწუხაროდ, შეზღუდული რაოდენობითაა. ეს სისტემები შექმნილია იმისთვის, რომ შეცვალოს ძველი იარაღი, რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს საბჭოთა კავშირიდან. ასევე, უნდა გავაძლიეროთ ისეთი სისტემები, როგორიცაა Patriot ან SAMP-T, რომლებსაც ბალისტიკურ სამიზნეებზეც შეუძლიათ მუშაობა", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატის თქმით, დღეს უკრაინა დამოკიდებულია დასავლურ იარაღზე. ეს ეხება საარტილერიო სისტემებს, სამხედრო აღჭურვილობას, ტანკებსა და თვითმფრინავებს.


close დახურვა