logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: უკრაინელებმა ხერსონის ოლქიდან კიდევ ერთი რუსული Су-25 ჩამოაგდეს

07 ნოე 202214:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/07/xsyjbiauwlw6est.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, უკრაინელებმა ხერსონის ოლქიდან კიდევ ერთი რუსული Су-25 ჩამოაგდეს.

"7 ნოემბერს, დაახლოებით, 09:30 საათზე, ხერსონის რეგიონში, "პივდენის" საჰაერო სარდლობის ხერსონის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფმა ჩამოაგდო რუსული Су-25 თვითმფრინავი," - ნათქვამია განცხადებაში.

22 ოქტომბერს, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ორი რუსული Ka-52 ვერტმფრენი გაანადგურეს.

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან არის დაახლეობით 277 თვითმფრინავი და 260 ვერტმფრენი.

აგვისტოს ბოლოს, უკრაინის არმია რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდა. 24 ოქტომბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლების გათავისუფლების შესახებ.


close დახურვა