logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები პოლონეთში მომხდარზე: თავდაცვის მიერ თავდასხმის მოგერიება იყო

16 ნოე 202217:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/kwn916es9k0fl7c.jpg
Pavlo_Bagmut / Ukrinform

უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაეხმარონ პოლონეთში უკრაინის საზღვართან აფეთქების შესახებ გამოძიებას. 

საჰაერო თავდაცვის სპიკერის იური იჰნატის ცნობით, ეს უკრაინის მხრიდან რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მოგერიება იყო და ახლა უნდა დადგინდეს აფეთქება რუსული რაკეტის ჩავარდნამ გამოიწვია, თუ ადგილზე უკრაინული რაკეტის ნარჩენებიცაა. 

შესაბამისი გამოძიება მიმდინარეობს. საჰაერო ძალები შეიტანენ წვლილს, რამდენადაც შესაძლებელია, სპეციალისტები ჩაერთვებიან საჭიროების შემთხვევაში და ჩვენ გარკვეულ მასალებს მივაწვდით...

რაც მოხდა ეს იყო საჰაერო თავდაცვის ძალების მხრიდან საჰაერო თავდასხმის მოგერიება.

რაც შემდეგ მოხდა - ეს იყო თუ არა რუსული რაკეტა, ან ნარჩენები ორივე ჩამოვარდნილი რაკეტის - ეს ადგილზე უნდა იქნას გამოძიებული. და ეს ისაა, რაც ახლა ხდება. რაც გუშინ მოხდა ცხადად ომის შედეგებია.

საჭიროა სამართლებრივი შეფასებები. ეს განგრძობადი პროცესია, ექსპერტები მუშაობენ. საჭიროა დადგინდეს, რომელი რაკეტების ნარჩენებია ეს, არ მგონია ეს ძალიან რთული იყოს“ - განაცხადა უკრაინის იური იჰნატმა.

იჰნატმა ასევე გაიხსენა შემთხვევა, როცა უკრაინის მიერ განეიტრალებული რუსული რაკეტა მოლდოვის ერთ-ერთ სოფელში ჩავარდა.

„ეს ძალიან რეზონანსული სიტუაციაა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არაა.

რუსული რაკეტა უკრაინამ მოლდოვასთან უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ჩამოაგდო. რაკეტის ნარჩენები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩავარდა.“ - განაცხადა იჰნატმა.

 

close დახურვა