logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი: უკრაინამ პარტნიორებისგან უკვე მიიღო კამიკაძე დრონები

28 ოქტ 202215:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/28/5j4jtj94m2zeaah.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინამ პარტნიორებისგან უკვე მიიღო კამიკაძე დრონები.

"უპილოტო საფრენი აპარატები სამხედრო კონფლიქტების განუყოფელ ფაქტორად იქცა. ჩვენ გვაქვს Bayraktar TB 2 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე გვაქვს კამიკაძე დრონები, რომლებიც პარტნიორებმა მოგვაწოდეს, ისინი გამოიყენება.

და ჩვენ ველოდებით უახლეს დრონს - გვქონდა Switchblade 300 და ჩვენი პარტნიორები უკვე მოგვცემენ Switchblade 600 უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე კომპლექტს. ეს არის ასევე უახლესი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც აქვს ძალიან მძლავრი შესრულების მახასიათებლები და ვიმედოვნებთ, ეს უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში გამოჩნდება," - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატი ამბობს, რომ არის გარკვეული შიდა განვითარება უპილოტო საფრენი აპარატების კუთხით, მაგრამ მისი თქმით, უკრაინელებს ჯერჯერობით მხოლოდ პარტნიორების დახმარების იმედი აქვთ.

14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა.

თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".


close დახურვა