logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით 26 ე.წ. კამიკაძე დრონი გაანადგურეს

17 ოქტ 202210:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/9vkl4lhzsz7nbc1.jpeg

უკრაინის საჰაერო ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 26 Shahed-136 ტიპის დრონი გაანადგურეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა ისაუბრა.

"გუშინ ამ მიმართულებით 11 კამიკაძე დრონის განადგურების შესახებ გავავრცელეთ ინფორმაცია. 3:30-დან 7 საათის ჩათვლით, დამატებით 11 დრონი განადგურდა. ასე რომ, ამ ტერიტორიაზე ღამით ჩვენ 26 Shahed-136 გვყავს განადგურებული", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ჯამში, სამხრეთის მიმართულებით 100 ე.წ. კამიკაძე დრონია განადგურებული. 

14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კუპიანსკის სიახლოვეს ჩამოაგდეს ირანული წარმოების დრონი -  Shahed-136.


close დახურვა