რუსეთმა გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით 32 შაჰიდის ტიპის დრონი გაუშვა, აქედან 24 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.
უკრაინული მხარის ცნობით, 24 შაჰიდიდან ერთ-ერთი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, 3 რუსული დრონი კი გაქრა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას ოკუპირებული ყირიმიდან ისკანდერ-M/KN-23 ბალისტიკური რაკეტით შეუტია, ხოლო 32 შაჰიდის ტიპის მატერიალური საბრძოლო მასალა უკრაინაში პრიმორსკო-ახტარკის ზონიდან გაუშვეს.
რუსული თავდასხმა უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, ცეცხლის მობილურმა ჯგუფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების ელექტრონული ომის ქვედანაყოფებმა მოიგერიეს.
შაჰიდის დრონები დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევისა და ოდესის ოლქებშია ჩამოგდებული.