უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული მოტომსროლელი პოლკის სამეთაურო პუნქტზე რუსეთის შიგნით წარმატებული იერიში განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ცნობილია, რომ სამეთაურო პუნქტი ბელგოროდის ოლქში, სოფელ ნეხოტეევკაში მდებარეობდა.
"საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაფიქსირდა აფეთქებები - სამიზნე წარმატებით განადგურდა", - აცხადებს გენერალური შტაბი.
გენერალურმა შტაბმა ასევე აღნიშნა, რომ საჰაერო ძალები მოქმედებდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა შტოებთან თანამშრომლობით.