უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს რუსეთის ფედერაციის ორი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
"13 სექტემბერს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს სამი საჰაერო სამიზნე - ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და ოკუპანტების ორი თვითმფრინავი", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, სუ-24-ის ტიპის თვითმფრინავი ხერსონში, სუ-25 ტიპის კი დონეცკში ჩამოაგდეს.