logo
ENG



უკრაინის საჰერო ძალები: ოკუპანტების გაშვებული 17 ფრთოსანი რაკეტა და 18 დრონი ჩამოვაგდეთ

18 სექ 202310:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/18/lk35hnz0eqzqw2i.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 18 სექტემბრის ღამეს რუსი ოკუპანტები უკრაინას ე.წ. ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს. საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინამ ოკუპანტების მიერ გაშვებული 18 უპილოტო საფრენი აპარატი და 17 რაკეტა ჩამოაგდო.

"2023 წლის 18 სექტემბრის ღამეს მტერმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებითა და Kh-101/Kh-555/Kh-55-ის ტიპის საჰაერო ფრთოსანი რაკეტებით შეუტია. [...] სათვალთვალო მარშრუტზე საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 18 მოიერიშე დრონი", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.

უკრაინულმა მხარემ 17 ფრთოსანი რაკეტა დნეპროპეტროვსკის, პოლტავასა და ხმელნიცკის რაიონებში გაანადგურა. 

18 სექტემბრის დილას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევის ოლქში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული დასახლებების მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

ღამით რუსმა ოკუპანტებმა იერიშები ოდესის ოლქის დასახლებებზე მიიტანეს. ე.წ. კამიკაძე დრონების სამიზნე კვლავ რეგიონებში მდებარე პორტები იყო.

საჰაერო განგაში ამოქმედდა ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებშიც. გრძელდება ბრძოლა ფრონტის ხაზზეც.


close დახურვა