logo
ENG



უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დახურა პრორუსული ბოტების 5 ფერმა - 100 000 ყალბი ანგარიშით

28 მარ 202221:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/28/3hm4vpjtmheft0h.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის არტიომ დეხტიარენკოს ინფორმაციით, უწყებამ აღმოაჩინა და დახურა პრორუსული ბოტების 5 ფერმა - 100 000 ყალბი ანგარიშით.

ხსენებული ფერმები მოქმედებდნენ ხარკოვის, ჩერკასის, ტერნოპოლის, პოლტავის და ზაკარპატიეს ტერიტორიებზე. 

ფეიკ ანგარიშები გახსნილი იყო სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის ისეთ ქსელებში, რომლებიც ახლა უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალულია. ამ ბოტების მეშვეობით ვრცელდებოდა დეზინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ და რუსეთის აგრესიას ამართლებდნენ. 

სპეცოპერაციის დროს ამოიღეს, ათასობით სიმ-ბარათი, კომპიუტერები, ლეპტოპები და სხვა ტექნიკა, ასევე შავი ბუღალტერია, რომელიც დანაშაულებრივ სქემას ამხელდა. 


close დახურვა