logo
ENG



უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დმიტრი მედვედევი ძებნილთა სიაში შეიყვანა

10 ოქტ 202218:52
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დმიტრი მედვედევი ძებნილთა სიაში შეიყვანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში უკვე გამოქვეყნდა.

უკრაინა მედვედევს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილში დებს, რაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ.

მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10-წლამდე, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე.


close დახურვა