უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებს აქვს საკმარის იარაღი, რომ კონტრშეტევა დაიწყოს. ეს განცხადება კულებამ Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.
როგორც საგარეო მინისტრმა აღნიშნა, ეს ოპერაცია [კონტრშეტევა] მისცემს უკრაინას გამარჯვებას, რომელიც NATO-ში გასაწევრიანებლად სჭირდება. კულებას თქმით, ალიანსის წევრობა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც აქტიური საომარი მოქმედებები დასრულდება.
კითხვას დაიწყო თუ არა კონტრშეტევა, კულებამ არ უპასუხა. თუმცა, მანვე განაცხადა, რომ მთავარი ის კი არაა დაიწყო თუ არა კონტრშეტევა, არამედ ის, რომ ოპერაცია უკრაინელების გამარჯვებით დასრულდება. "
ჩვენ უკვე განვბლოკეთ ყველა იარაღი... NATO-ს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, თუმცა ალიანსში წევრობა შეაჩერებს შემდგომ ომებს. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი რეგიონში უსაფრთხოების შესაქმნელად - მივიდეთ იმ მომენტამდე, როცა უკრაინა NATO-ს წევრი გახდება", - თქვა კულებამ.