logo
ENG



უკრაინის შეიარაღებული ძალები: ქალაქ მაკარივზე კონტროლი დავიბრუნეთ

22 მარ 202210:15
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ქალაქ მაკარივზე კონტროლი დავიბრუნეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ მათ დაიბრუნეს კონტროლი კიევიდან დასავლეთით მდებარე ქალაქ მაკარივზე. ამის შესახებ საუბარია შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართულია ქალაქ მაკარივის თავზე, რუსებმა უკან დაიხიეს", - ნათქვამია მათ პოსტში.

ქალაქ მაკარივს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რუსული საჰაერო იერიშების შედეგად. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის სამოქალაქო პირებს არ ესხმის თავს.  


close დახურვა