ოკუპანტებთან ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგო უკრაინის პრეზიდენტმა დონბასიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ერთ ბაზას ეწვია. ვიდეო მიმართვა გავრცელდა სლავიანსკიდან, რომელიც დონეცკის ოლქის ერთ-ერთი რაიონული ცენტრია. 2014 წელს მას რამდენიმე თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ სეპარატისტები. 2022 წელს სლავიანსკი რუსეთის არმიის ერთ-ერთი სამიზნე იყო, მაგრამ მას კვლავაც უკრაინა აკონტროლებს. "ამ დღეს ჩვენს მებრძოლებთან ერთად ვხვდები მოწინავე ხაზზე. ბრძოლა - გართულდა, საფასური - გაიზარდა." - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე
06 დეკ 202220:41
3 წუთის საკითხავი