უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის ოლქის 24 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის თქმით, ხარკივის ოლქის სოფელ კუტუზოვში დაახლოებით 170 მშვიდობიანი მოქალაქე 2 თვეზე მეტხანს საბავშვო ბაღის სარდაფში იმალებოდა. ადგილობრივებს შორის სარდაფში 40 ბავშვი იყო - 3 თვიდან 12 წლამდე.