უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევის რეგიონში დაღუპულთა რიცხვის დადგენა გართულებულია, რადგან სამხედროები კვალის დაფარვის მიზნით აფეთქებდნენ იმ სახლებსა და შენობებს, სადაც უკრაინის მოქალაქეებს აწამებდნენ და კლავდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, კიევის რეგიონში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რიცხვის დასადგენად რამდენიმე კვირა იქნება საჭირო.
„ეს ის ადგილებია, სადაც ის ხალხი იყო, ვისაც აწამებდნენ, მათ ააფეთქეს ეს სახლები და ახლა ჩვენ მეტი დრო გვჭირდება ცხედრების მოსაძებნად.
წამებისა და მკვლელობების კვალის დასაფარად, რუსული ჯარები ხშირად იმ სახლებს აფეთქებენ, სადაც დაღუპულები იყვნენ“, - აცხადებს მინისტრი მონასტირსკი.
დენის მონასტირსკის განცხადებით, ცხედრების ძებნას ართულებს ის ფაქტიც, რომ რუსეთის ჯარი ტერიტორიების დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით ნაღმებს ტოვებს.
„ბევრი შენობა დანაღმულია. საშინელი შემთხვევებია. [რუსებმა] სპეციალურად იქ, სადაც [სამაშვილო ჯგუფები] იმუშავებენ, რუსებმა დატოვეს ბანერები კარებზე, რათა როცა ვინმე შევა იქაურობა მთლიანად აფეთქდეს“, - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.
მონასტირსკის განცხადებით, უკრაინის ძალები კვლავ პოულობენ ნაღმებს ჩაფხუტების ქვეშ, შეიარაღების ყუთებში, სარდაფების ჩასასვლელებში, სადაც შესაძლოა დაღუპულთა ცხედრები იყოს.
მინისტრის თქმით, ადგილზე საგამოძიებო და კრიმინალური სამსახურების ჯგუფები მუშაობენ და კიევის რეგიონში დაღუპულთა ზუსტი რიცხვი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.