უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის როსტისლავ სმირნოვის თქმით, ხერსონიდან უკან დახევის დროს რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი, მათ შორის საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმეს.
სმირნოვი ამბობს, რომ დანაღმვის მასშტაბი "უკიდურესად დიდია".
"ახლა მთავარი აქცენტი კეთდება დანაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბი უკიდურესად დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული", - თქვა სმირნოვმა.
შს მინისტრის მრჩევლის თქმით, ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე მაშველებმა უკვე 5 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს.